ანონსები
19 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის საერთაშორისო ფესტივალ 2016 - ის ფარგლებში, უმასპინძლებს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს.
კონფერენცია - „ფსიქოლოგიის მიმდინარე მიღწევები“
კონფერენცია თემაზე: „ფსიქოლოგიის მიმდინარე მიღწევები“. კონფერენციის ძირითადი მოხსენებები შეეხება განწყობის ფსიქოლოგიის თანამედროვე ვითარებას, პრობლემებსა და პერსპექტივებს, მე-ს ობიექტივაციას სოციალურ ქცევაში, ფსიქოლოგიის როლს განათლების სისტემაში და სხვა.
თარიღი: 19.09.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 10:00 სთ
საჯარო ლექცია: „კვლევები და საზოგადოებასთან ურთიერთობა“
ლექციაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები, როგორიცაა საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის კვლევის საჭიროებისა და აუცილებლობის გააზრება, ყველაზე ეფექტური კვლევის მეთოდები, კვლევის შედეგების ინტერპრეტაციის და მათი სტრატეგიული გამოყენების მიდგომები.
ლექციას წაიკითხავს საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქ - ნ მარიამ ბანძელაძე.
თარიღი: 19.09.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 16:00 სთ
საჯარო ლექცია: „საზოგადოებასთან ურთიერთობა და ბრენდინგი“
ლექციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ბრენდის მნიშვნელობას, მისი დაგეგმვისა და კომუნიკაციის თავისებურებებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის როლის ხაზგასმას ბრენდის ჩამოყალიებებაში.
ლექციას წაიკითხავს საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქ - ნ ხატია ოძელაშვილი.
თარიღი: 19.09.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 17:00 სთ